geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სს „გეფა“ წარმოადგენს საქართველოში ყველაზე მსხვილ ფარმაცევტულ კომპანიას საცალო, საბითუმო და პირველადი ჯანდაცვის მიმართულებით. სს „გეფა“ ჯორჯია კაპიტალის (GCAP), ჯგუფში შემავალი კომპანიაა, რომლის აქციებიც განთავსებულია ლონდონის საფონდო ბირჟის პრემიუმ ლისტში. "გეფა"-ს ქვეშ გაერთიანებული ბრენდებია: GPC, Pharmadepot, The Body Shop და Afflelou Paris. 

 

"გეფა", როგორც დამსაქმებელი, რომელიც აერთიანებს 5000-მდე თანამშრომელს, თავს პასუხისმგებლად თვლის იზრუნოს, ისეთი კორპორატიული კულტურის შექმნაზე, სადაც თითოეული ადამიანის უნიკალურობა საერთო მიზნისკენ სვლას უწყობს ხელს.

 

კომპანია გეფა აცხადებს სტაჟირებას ადამიანური რესურსების მართვის განყოფილებაში ადმინისტრაციული მიმართულებით

 

სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე, 7 საათიანი სამუშაო განაკვეთი

 

რას გთავაზობთ ჩვენ?!

დინამიურ და საინტერესო სამუშაო გარემოს

იდეების განხორიციელების შესაძლებლობას

მეგობრულ და შედეგზე ორიენტირებულ გუნდს

კარიერულ ზრდასა და განვითარებას

ჯანრმთელობასა და თავის მოვლასთან დაკავშირებულ ბენეფიტებს

 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები

 

კანდიდატების მოძიება სხვადასხვა არხების გამოყენებით;

კანდიდატების ბაზების აქტიური წარმოება;

პირველადი ინტერვიუების ჩატარება;

შერჩეული კანდიდატების პროცესის ყოველდღიური მონიტორინგი, შესაბამის ბაზებში შედეგების ასახვა და რეპორტინგი;

საკომუნიკაციო მესიჯების - ბანერების, სლოგანების მოფიქრება - აწყობის კოორდინაცია და გავრცელება;

 

ჩვენი ვაკანსია განსაკუთრებით დაგაინტერესებს თუ:

 

გსურს განვითარდე ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით;

ხარ ემპათიური, კომუნიკაბელური და განვითარებაზე ორიენტირებელი;

გაქვს საოფისე პროგრამების ცოდნა;

 

>> სარეგისტრაციო <<

თუ გრძნობ, რომ ეს საქმე შენია, შემოგვიერთდი და განავითარე შენი კარიერა კომპანია გეფასთან ერთად 🚀